loader

პირდაპირი კადრები კიევიდან, სადაც უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი კადრები კიევიდან, სადაც უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაცია მიმდინარეობს

კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა, - ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ინტრონიზაცია საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობის დროს შედგა. კერძოდ, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, გალის მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა მაკარიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმეონმა მიტროპოლიტი ეპიფანე რიგრიგობით დასვეს სამღვდელმთავრო ტახტრევანზე შეძახილით „აქსიოს“.

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დღევანდელ ინტრონიზაციას ვერ დაესწრო. ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ფილარეტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლებმაც მას ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მისი სახელით უკრაინის ახალ მიტროპოლიტს მისალოცი წერილი გაეგზავნა.