loader

მძიმე ავარია რუსეთში - ავტობუსის ამოტრიალების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია რუსეთში - ავტობუსის ამოტრიალების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ბავშვია

რუსეთის ქალაქ კალუგასთან ახლოს სამგზავრო ავტობუსის ამოტრიალების შედეგად, რომელსაც მოცეკვავეთა ანსამბლი გადაჰყავდა, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან ოთხი ბავშვია. ავტობუსში სულ 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 33 ბავშვი.

ავტობუსიდან ყველა ცხედარი და დაშავებული გამოყვანილია. ავტობუსი სმოლენსკიდან კალუგაში მიემგზავრებოდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მართვა დაკარგა. მას სამართალდამცველები კითხავენ.