loader

კადრები მაგიური რიტუალიდან: რუსი "კუდიანების" ლოცვა პუტინის მხარდასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მაგიური რიტუალიდან: რუსი "კუდიანების" ლოცვა პუტინის მხარდასაჭერად

ოკულტისტური ორგანიზაცია, "უძლიერეს კუდიანთა იმპერია" თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მათი მაგიური მხარდაჭერა სჭირდება. რუსმა ჯადოქრებმა პრეზიდენტის მხარდასაჭერად სპეციალური რიტუალი ჩაატარეს.

მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინაში "ქვეყნის ყველაზე ძლიერი კუდიანები" ტაქსით, მეტროთი და სხვა ტრანსპორტით "მიფრინდნენ" და საყვარელი პრეზიდენტის გასაძლერებლად უცნაური რიტუალი ჩაატარეს. ისინი თვლიან, რომ მიუხედავად ბოლო არჩევნებში ხმათა 77%-ის მოგროვებისა, ქვეყნის პრეზიდენტს მაგიური მხარდაჭერა მაინც სჭირდება.

"ვისაც ესმის თუ არ ესმის, ვინც ხედავს თუ ვერ ხედავს, ვინც იყო, არის და იქნება, ჩემს სიტყვას არ დაივიწყებს: აღსდექი სიდიადით, რუსეთის ძალავ, წარმართე ვლადიმირ პუტინის გზები სწორად და სამართლიანად - ჩემი სიტყვის შეწევნით", - ისმოდა სპეციალურ "ლოცვაში", რომელიც ჯადოქრებმა საგანგებოდ წაიკითხეს.