loader

პირველი კადრები სტამბოლიდან, სადაც 6-სართულიანი სახლი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები სტამბოლიდან, სადაც 6-სართულიანი სახლი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ერთ-ერთ უბანში 6-სართულიანი სახლი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურები მუშაობენ. როგორც თურქული მედია იუწყება, მაშველებმა ოპერაცია დაიწყეს. ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზები ჯერ უცნობია.

ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან სამი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორის, ალი ერლიკაიას განცხადებით, სახლს სამი სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული. ის 1992 წელს აშენდა. მასში 14 ბინა იყო და 43 ადამიანი ცხოვრობდა.

სტამბოლის ხელისუფლებამ შემთხვევის გაშუქება დროებით აკრძალა.