სტამბოლში 7-სართულიანი სახლის ჩამონგრევის პირველი წამები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა
10:01 / 07-02-2019
შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლი სტამბოლის კარტალის რაიონში 15:59 საათზე ჩამოინგრა. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გუბერნატორ ალი ერლიკაიას განცხადებით, სახლს სამი სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული. ის 1992 წელს აშენდა. მასში 14 ბინა იყო და 43 ადამიანი ცხოვრობდა.