loader

კადრები ბრაზილიიდან, სადაც საფეხბურთო კლუბ "ფლამენგოში" გაჩენილმა ხანძარმა 10 ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბრაზილიიდან, სადაც საფეხბურთო კლუბ "ფლამენგოში" გაჩენილმა ხანძარმა 10 ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილიაში, საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური ტელეარხი Globo ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ხანძარი გაჩნდა, ბაზაზე 14-დან 17 წლამდე ფეხბურთელების ჯგუფი იმყოფებოდა. ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის ფეხბურთელები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.