loader

დაღესტნელ კაცს, ნიღბიანი პირის თანხლებით, პოლიციის კრიტიკისთვის ბოდიში კამერის წინ მოახდევინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაღესტნელ კაცს, ნიღბიანი პირის თანხლებით, პოლიციის კრიტიკისთვის ბოდიში კამერის წინ მოახდევინეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მამაკაცი, ნიღბიანი პირის თანხლებით, ბოდიშს იხდის. თებერვლის დასაწყისში სოციალურ ქსელში ამავე მამაკაცმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის მახაჭყალაში მომხდარ ავარიაზე საუბრობს და განმარტავს, რომ "ნივის" მარკის მანქანა Toyota Camry-ს აედევნა, სადაც მისივე თქმით, შესაძლოა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მსხდარიყვნენ. თუმცა, მეორე დღესვე მამაკაცმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ის ექსტრემალურ სიტუაციებთან ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებს ესაუბრა და თავისი შეცდომა გააცნობიერა. დაღესტანში მცხოვრებმა ასევე თქვა ისიც, რომ ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანთა ბრალეულობას ვერ ხედავს.