loader

დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რათა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსება მოიპოვოს. ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპი ხელს მოაწერს სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ კანონს, რათა შეწყვიტოს ე.წ. შათდაუნი, თუმცა, ასევე კონგრესის გვერდის ავლით იმოქმედებს და გამოიყენებს სამხედრო ბიუჯეტს კედლის მშენებლობისთვის. წამყვანი დემოკრატი სენატორები აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ტრამპს აკრიტიკებენ და მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო ქმედებაში სდებენ ბრალს.

შეგახსენებთ, მექსიკის საზღვარზე მიგრანტებისგან დამცავი კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო პირობა იყო. თუმცა, კონგრესში კედლის მშენებლობას მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც მან კედლის დასაფინანსებელი თანხა ვერ მოიპოვა. კონგრესის მიერ მიღებული სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ მოიცავს, ხელმოსაწერად ტრამპს უკვე გადაეგზავნა.