loader

"ყვითელი ჟილეტების" აქციის მონაწილეებმა პატრულის მანქანას ქვები დაუშინეს - ვიდეო თავად პოლიციელმა გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყვითელი ჟილეტების" აქციის მონაწილეებმა პატრულის მანქანას ქვები დაუშინეს - ვიდეო თავად პოლიციელმა გადაიღო

საფრანგეთის ქალაქ ლიონში "ყვითელი ჟილეტების" აქციის მონაწილეებმა პატრულის მანქანას ქვები დაუშინეს. კადრები ყველა წამყვანი მედიასაშუალების ეთერში მოხვდა.

საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის საპროტესტო აქციების შეწყვეტა სურს. გამოკითხვა საფრანგეთში არსებულმა ერთ-ერთმა ტელევიზიამ, BFMTV-მ ჩაატარა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები უნდა შეწყდეს. მთავარ მიზეზად ისინი ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას ასახელებენ, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ჩატარებული იმავე გამოკითხვის შედეგად მოძრაობას მხარს მოსახლეობის 70% უჭერდა.

შეგახსენებთ, რომ "ყვითელი ჟილეტის" მოძრაობის საპროტესტო აქციები ნოემბრიდან ყოველ შაბათს იმართება.