loader

ჩინეთი მზის ენერგიას პირდაპირ კოსმოსში შეაგროვებს და დედამიწას სპეციალური ლაზერის დახმარებით გადმოსცემს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთი მზის ენერგიას პირდაპირ კოსმოსში შეაგროვებს და დედამიწას სპეციალური ლაზერის დახმარებით გადმოსცემს

ჩინეთმა კოსმოსში მზის ელექტროსადგურის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მეცნიერები ორბიტული ელექტროსადგურის იდეის დამუშავების პროცესში არიან, რომელიც მზის ენერგიას პირდაპირ კოსმოსში შეაგროვებს და მას დედამიწას სპეციალური ლაზერის დახმარებით გადმოსცემს.

ჩინური მედიის განმარტებით, ქალაქ ჩუნცინში ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობა უკვე დაიწყო, რომელმაც ლაზერის გამოსხივება უნდა მიიღოს. სტრატოსფეროში პირველი საცდელი ელექტროსადგურის ამუშავება მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, კერძოდ, 2021-2025 წლებში იგეგმება.

პროექტს ზედამხედველობას ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემია უწევს, რომელმაც გასულ თვეში მთვარეზე აპარატი chang’e 4 წარმატებით დასვა, 2022 წლისთვის კი საკუთარი კოსმოსური სადგურის გაშვებას გეგმავს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.