loader

საზარელი მომენტი, როცა ვენესუელას ჯარმა, საზღვართან მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სამხედრო მანქანით გადაუარა - ხალხი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მომენტი, როცა ვენესუელას ჯარმა, საზღვართან მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სამხედრო მანქანით გადაუარა - ხალხი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ვენესუელაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. 
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხუან გუაიდოს ინიციატივით, ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ცდილობენ, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, თავის მომხრეებთან ერთად აშშ-დან და სხვა ქვეყნებუდან მიღებული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ეწინააღმდეგება. ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია.

ათასობით ადამიანი ქვეყნიდან გაქცევას და მეზობელ კოლუმბიაში გადასვლას ცდილობს, თუმცა, 
ვენესუელის ჯარმა კოლუმბიის საზღვართან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა კოლუმბიაში გადასასვლელად საზღვრის გარღვევა სცადეს, რომელიც ნიკოლას მადუროს განკარგულებით სამხედროებს აქვთ ჩაკეტილი.