loader

ჯავშან-მატარებლის ვარდისფერი სავარძლები კიმ ჩენ ინისთვის - რატომ არასდროს დაფრინავს დიქტატორი თვითმფრინავით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯავშან-მატარებლის ვარდისფერი სავარძლები კიმ ჩენ ინისთვის - რატომ არასდროს დაფრინავს დიქტატორი თვითმფრინავით

კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის ჰანოიში შეხვედრა მიმდინარეობს. ეს ჩრდილოკორეელი დიქტატორისა და აშშ-ის პრეზიდენტის რიგით მეორე შეხვედრაა.
ერთადერთი ტრანსპორტი, რასაც კიმ ჩენ ინი სხვა ქვეყნებში გასამგზავრებლად იყენებს, მატარებელია. ის არასოდეს ჯდება თვითმფრინავში.
მატარებლით მგზავრობის ტრადიცია სათავეს მისი პაპისგან, კიმ ირ სენისგან იღებს. ვიეტნამსა და აღმოსავლეთ ევროპას ის სწორედ ამ ტრანსპორტით სტუმრობდა.
მხოლოდ მატარებლით მგზავრობდა კიმ ირ სენის შვილიც, კიმ ჩენ ირი, რადგან მას ფრენის შიში ჰქონდა.
კიმ ჩენ ინის მატარებელი 21 ჯავშნიანი ვაგონისგან შედგება. ჩინეთში მატარებლის სიჩქარე 80 კმ/სთ-ია, ჩრდილოეთ კორეის პატარა ქალაქების უფრო ნელ გზებზე კი - 50 კმ/სთ.