ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

მთვრალი რუსი კაპიტანი გიგანტური სატვირთო გემით ხიდს შეასკდა

10:31 / 01-03-2019
სამხრეთ კორეაში საავტომობილო ხიდს რუსული სატვირთო გემი შეეჯახა - "დეილი მეილი" წერს, რომ გემის კაპიტანი ნასვამი იყო.
6 000-ტონიანი "სიგრანდი" ქალაქ ბუსანში მდებარე გვანგანის ხიდს გუშინ შეეჯახა. ამის შემდეგ კი გემმა მობრუნება სცადა, რა დროსაც კორეის სანაპირო დაცვამ შეაჩერა.

უწყების წარმომადგენლის თქმით, კაპიტნის სისხლში ალკოჰოლის დაშვებულზე სამჯერ მეტი რაოდენობა აღმოჩნდა.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ"სიგრანდი" ინციდენტამდე 40 წუთით ადრე სანაპიროსთან მიბმულ საკრუიზო გემს დაეჯახა.
სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, იმყოფებოდა თუ არა შეჯახების დროს შტურვალთან კაპიტანი. ასევე, გამოძიებას აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ხომალდი კორეის სიგრძით მეორე ხიდთან, როდესაც ის საპირისპირო მიმართულებით უნდა წასულიყო.

კორეის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, "სიგრანდი" ვლადივოსტოკიდან ბუსანში ოთხშაბათს დილით ჩავიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხიდის ნაწილი უსაფრთხოების გამო გადაიკეტა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კაკო
ხიდზე მანქანის მძღოლს ეუბნებოდა წინიდან მოაწექი რაააა
თარიღი : 01-03-2019
სოსო
ყველაფერი გასაგებია,მაგრამ 6000 ტონიანი გემი,როდის გადავიდა გიგანტურების რიგში?400000 ტონიან ტანკერებზე რაღა ვთქვათ,ჯუჯააო?
თარიღი : 01-03-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

მთვრალი რუსი კაპიტანი გიგანტური სატვირთო გემით ხიდს შეასკდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა