loader

ალაბამის შტატში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა - ქარის სიჩქარემ საათში 266 კილომეტრს მიაღწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალაბამის შტატში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა - ქარის სიჩქარემ საათში 266 კილომეტრს მიაღწია

ალაბამის შტატში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. მათ შორის არიან ბავშვებიც. სტიქია თავს ლის საგრაფოს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარემ საათში 266 კილომეტრს მიაღწია. 10 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა დაანგრია სახლები.

ადამიანები ნანგრევებიდან ამ დრომდე ამოჰყავთ. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ლის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტორნადოს შედეგები არის კატასტროფული. ალაბამის გუბერნატორი კი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ცალკეულ რეგიონებში ექსტრემალური ამინდი გაგრძელდება. ტორნადოს გამო ორშაბათს ლის საგრაფოში ყველა სკოლას სასწავლო პროცესი შეჩერებული ექნება.