loader

ლონდონის ჰითროუს და ლონდონ-სითის აეროპორტებში, ასევე, ვატერლოოს სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონის ჰითროუს და ლონდონ-სითის აეროპორტებში, ასევე, ვატერლოოს სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

ლონდონის ჰითროუს და ლონდონ-სითის აეროპორტებში, ასევე, ვატერლოოს სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ა4 ფორმატის ზომის შეფუთვებში იყო განთავსებული. კავშირი აქვს თუ არა სამ შემთხვევას ერთმანეთთან, უცნობია. გამოძიებას კონტრტერორისტული პოლიცია აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო ჰითროუს აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ასაფეთქებელ მოწყობილობას ცეცხლი წაეკიდა, როდესაც აეროპორტის თანამშრომელმა იგი გახსნა. როგორც "ბი-ბი-სი" წერს, ირლანდიის პოლიცია ამტკიცებს, რომ ჰითროუსა და ვატერლოოში აღმოჩენილ შეფუთვებს ირლანდიის რესპუბლიკის საფოსტო მარკა ეკრა.