loader

როგორ გამოიყურება თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა - ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა - ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი დაიღუპა

ნაირობიში „Ethiopian Airlines“-ის კუთვნილი თვითმფრინავის „ბოინგ 737“ის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 157-ივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

„ლაინერის ბორტზე, სადაც მგზავრები 33 ქვეყნიდან იმყოფებოდნენ, არავინ გადარჩენილა“ - წერს სააგენტო.

„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.