X
დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი - წარწერები იარაღზე, რომელიც ახალ ზელანდიაში მეჩეთში 40 ადამიანის მკვლელებს ეკუთვნოდათ
10:34 / 15-03-2019
ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას New Zealand Herald-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, უკვე დააკავა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 

ცოტა ხნის წინ dailymail-მა მანქანაში აღმოჩენილი ნივთების სურათები გაავრცელა. ერთ-ერთზე იარაღზე გაკეთებული წარწერებიც ჩანს: დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი. ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი აქვს ქართულ წარწერებს ტერორისტულ აქტთან.







ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ანსამბლმა "რუსთავმა" დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა
პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია