loader

გაოცდებით, რამ გადაარჩინა ეს კაცი გარდაუვალ სიკვდილს - ის შესაძლოა, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 158-ე გარდაცვლილი ყოფილიყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაოცდებით, რამ გადაარჩინა ეს კაცი გარდაუვალ სიკვდილს - ის შესაძლოა, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 158-ე გარდაცვლილი ყოფილიყო

"ბოინგი 737 max 8" უკვე მეორედ გახდა მასობრივი სასაკლაო ობიექტი. 10 მარტსაც, ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 737 max 8"-ის მსხვერპლი 157 ადამიანი გახდა. აფრენიდან 6 წუთში ყველაფერი დასრულდა.

"737 max 8" ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ "ბოინგად" ითვლება, თუმცა, კატასტროფის შემდეგ თვითმფრინავის აღნიშნული მოდელის ექსპლუატაცია ბევრ ქვეყანაში აიკრძალა. მათ შორის: დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-ში. თავდაპირველად ამ ტიპის თვითმფრინავზე შეზღუდვა მალაიზიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ შემოიღო.

მიუხედავად საშინელი ტრაგედიისა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის დაღუპვისა, 10 მარტის კატასტროფას ერთადერთი ადამიანი, ანტონის მავროპოლუსი გადაურჩა. ბერძენი მამაკაცი წუხდა, რომ მხოლოდ ორი წუთის დაგვიანების გამო თვითმფრინავში ასვლა ვერ შეძლო. თუმცა, მოგვიანებით თავის "ფეისბუქგვერდზე" წერს, რომ ეს მისთვის ყველაზე იღბლიანი დღე იყო.

53 წლის მამაკაცი, რომელიც მყარი ნარჩენების საერთაშორისო ასოციაციას ხელმძღვანელობს, ნაირობიში გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე მიემგზავრებოდა. ბეირუთის აეროპორტში, რეისზე გადაჯდომისას, მას უნდა დახვედროდნენ, თუმცა, რაღაც მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა და თავისი ბარგის გადატანა მას მოუხდა. როგორც ის აღნიშნავს, ეს იყო ის ორი მიზეზი, რის გამოც ვერ მოასწრო რეგისტრაციის გავლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ეკიპაჟი დაელოდებოდა და გასასვლელი არ დაიკეტებოდა.