loader

კოშმარი ზღვაზე: რა ხდებოდა საკრუიზო ლაინერზე, როდესაც 1373-მგზავრიანი გემი 8-მეტრიან ტალღებში მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოშმარი ზღვაზე: რა ხდებოდა საკრუიზო ლაინერზე, როდესაც 1373-მგზავრიანი გემი 8-მეტრიან ტალღებში მოჰყვა

ნორვეგიის სანაპიროსთან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა სამაშველო ოპერაცია 1373 მგზავრის ევაკუაციისთვის საკრუიზო ლაინერ Viking Sky-დან, რომელსაც ძრავა დაუზიანდა.

ლაინერი ტრომსედან სტავანგერისკენ მიემართებოდა. ნორვეგიის სამაშველო სამსახურმა მგზავრთა ევაკუაციისთვის რამდენიმე სამაშველო ხომალდი და ხუთი ვერტმფრენი გამოიყენა, რომლებსაც ბორტზე 15-20 მგზავრის აყვანა შეეძლოთ.

ოპერაციის დროს ძრავა ერთ-ერთ სამაშველო ხომალდსაც დაუზიანდა, რომლის ეკიპაჟის ევაკუაცია ვერტმფრენებით განხორციელდა.

ოპერაციას შტორმი აფერხებდა, რა დროსაც ტალღების სიმაღლე 8 მეტრს აღწევდა. 16 მგზავრი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მოგვიანებით, საკრუიზო ლაინერის ეკიპაჟმა ოთხიდან სამი ძრავის ამუშავება შეძლო და გემი სანაპიროდან გაიყვანეს.