loader

კადრები ირანიდან, სადაც წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურებულია ასობით შენობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ირანიდან, სადაც წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურებულია ასობით შენობა

ირანში ძლიერ წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. სტიქიას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ებრძვიან. სოციალურ მედიაში ვრცელდება დატბორილი ქალაქის - შირაზის კადრები, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. წყალდიდობამ ასობით შენობა გაანადგურა. როგორც ფარსის პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, წყლის დონე ამჟამად კონტროლს ექვემდებარება და სტიქიის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ უბნებში მაშველები მუშაობენ.

"მოვუწოდებ მოსახლეობას, დარჩნენ სახლში, რათა ისინი არ დაშავდნენ", - განაცხადა გუბერნატორმა. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უხვ ნალექს ირანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში პროგნოზირებენ.