loader

ჯულიან ასანჟის ეკვადორის საელჩოში 7-წლიანი ცხოვრების დროს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯულიან ასანჟის ეკვადორის საელჩოში 7-წლიანი ცხოვრების დროს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები

11 აპრილს "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა. მანამდე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ბოლო 7 წელი ჯულიან ასანჟს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ჰქონდა თავშესაფარი მიღებული.

"ვიკილიქსში" აცხადებენ, რომ ჯულიან ასანჟს საელჩოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ეკვადორის ელჩმა პოლიცია მიიწვია საელჩოს ტერიტორიაზე მის დასაკავებლად.

შეგახსენეთ, რომ 2010 წელს ორმა ქალმა განაცხადა, რომ ასანჟის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასანჟი ამავე წლის დეკემბერში ბრიტანეთში დააკავეს. შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს ასანჟმა ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.