loader

მიზეზი, რის გამოც ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა და მოქმედი პრეზიდენტი ათასობით ადამიანის წინაშე ტრიბუნასთან მარტო დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიზეზი, რის გამოც ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა და მოქმედი პრეზიდენტი ათასობით ადამიანის წინაშე ტრიბუნასთან მარტო დატოვა

უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი და ქვეყნის მოქმედი პირველი პირი პეტრო პოროშენკო 14 აპრილს კიევში, "Олимпийский"-ს მოედანზე თავის კონკურენტთან, ვლადიმერ ზელინსკისთან დებატების ჩასატარებლად მივიდა.

თუმცა, პოროშენკო სცენაზე მარტო აღმოჩნდა, რადგან ვლადიმერ ზელენსკი მოედანზე დებატებში მონაწილეობის მისაღებად არ მივიდა. პოროშენკო მოედანზე შეკრებილი ადამიანების წინაშე წარდგა და განაცხადა, რომ ზელენსკის დებატებზე ელოდება.

"ვფიქრობ, რომ 40-45 წუთში აქ კიევის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მოსვლა" - განაცხადა პოროშენკომ.

ზელენსკიმ პოროშენკო "Олимпийский"-ს მოედანზე დებატებზე 3 აპრილს გამოიწვია. პოროშენკომ თანხმობა მისცა, თუმცა მოგვიანებით შესთავაზა, რომ დებატები მოედანზე 14 აპრილს გაემართათ, 19 აპრილს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე - ტელევიზიაში. ზელენსკის კი მოედანზე დებატების გამართვა 19 აპრილს სურდა.



ავტორი: სალომე აბულაშვილი