loader

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტი კუბაში გასაქცევად მზად იყო, თუმცა რუსეთმა მიუთითა, დარჩენილიყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტი კუბაში გასაქცევად მზად იყო, თუმცა რუსეთმა მიუთითა, დარჩენილიყო

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარდამჭერებს, გამოვიდნენ ქუჩებში და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვონ. სამშაბათის მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქციებზე გამოჩნდა სამხედრო მანქანებიც. ხუან გუაიდოს განცხადებით, ეს მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალური ეტაპია. ამასობაში, აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიკოლას მადურო მზად არის, გაექცეს არეულობას და კუბაში გადავიდეს.

"ის მზად იყო სამშაბათ დილით გასამგზავრებლად, როგორც ჩვენ გავიგეთ. თუმცა რუსეთმა მიუთითა, რომ დარჩენილიყო", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, ხუან გუაიდომ რამდენიმე თვის წინ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. იგი აღიარა ვაშინგტონმა და კიდევ ათობით ქვეყანამ.