loader

კადრები ინდოეთიდან, სადაც ქარის სიჩქარემ საათში 195 კილომეტრს მიაღწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ინდოეთიდან, სადაც ქარის სიჩქარემ საათში 195 კილომეტრს მიაღწია

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროებს ძლიერმა ციკლონმა "ფანიმ" გადაუარა. "ბი-ბი-სის" ცნობით, სტიქიის ზონაში ძლიერი წვიმა და ქარია. ქარის სიჩქარემ საათში 195 კილომეტრს მიაღწია.

ორისის შტატიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სწორედ აღნიშნულ შტატში იქნება ციკლონი ყველაზე ძლიერი.

ორისის მეზობელ შტატებშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის გამო არაერთი ავიარეისი და სარკინიგზო რეისი გაუქმდა. სკოლებმა და სამთავრობო დაწესებულებებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

გარდა ამისა, ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამი პორტი დაიხურა. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ორისის შტატში მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამაშველო სამსახური.