loader

ინდოეთში ქარიშხალის გამო ამწე პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს დაეცა - ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში ქარიშხალის გამო ამწე პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს დაეცა - ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს

ინდოეთში, ციკლონ "ფანის" შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. სტიქია განსაკუთრებით ძლიერი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია. სანაპირო ზოლიდან ხელისუფლებამ მილიონზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანა. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებიან.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ქვეყანაში არსებული სამედიცინო ცენტრები. სტიქიის გამო გადაიდო ასობით ავიარეისი.

ქვეყნის ცალკეულ ნაწილში შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილებაც.