loader

კადრები ავტობუსიდან, რომელიც დაბომბვაში მოჰყვა - როგორ გამოიყურება ისრაელის ქალაქი აშდოდი თავდასხმის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ავტობუსიდან, რომელიც დაბომბვაში მოჰყვა - როგორ გამოიყურება ისრაელის ქალაქი აშდოდი თავდასხმის შემდეგ

სოციალურ ქსელში ისრაელში განვითარებული მოვლენებს დიდი ინტერესით აკვირდებიან. ჟურნალისტი კახა ჯანაშვილი ავრცელებს კადრებს, როგორ დაიბომბა ქალაქი აშდოდი "ჰამასის" მიერ.

როგორც ცნობილია, ვითარება ისრაელ-პალესტინას შორის უკიდურესად დაიძაბულია. ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 120 ობიექტს დარტყმები მიაყენა. ისრაელის მედიის ცნობით, ეს საპასუხო ნაბიჯი იყო ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვაზე.

ისრაელის არმიამ "ჰამასის" დაზვერვის შტაბი დაბომბა და გაანადგურა "ისლამური ჯიჰადის" მიწისქვეშა გვირაბები.

ისრაელში მიმდინარე მოვლენების შედეგად, საქართველოს მოქალაქეთა დაშავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს ამ ეტაპზე არ მიუღია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ისრაელში საქართველოს კონსულმა ალეკო ჯიშკარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკონსულოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის სამსახურებთან და ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ქართულ დიპლომატიურ უწყებას არ მიუღია. კონსული საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილმდებარეობის მიხედვით, დაემორჩილონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პოლიციის საგანგებო ვითარების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს.

"საელჩოში მოქმედებს ცხელ ხაზი, მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამსახურებთან და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ან გარდაცვალების შესახებ. დაგვიკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც აინტერესებთ ძირითადი რეკომენდაციები, ის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ შექმნილ სიტუაციაში. ჩვენს ვებმისამართზე, კონკრეტული ინსტრუქციებია გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს საგანგაშო სირენის ჩართვის დროს მოქალაქე, ავტომობილში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს და ა.შ.

მოქალქეებს მოვუწოდებთ, გაეცნონ ამ წესებს, თვალყური ადევნონ მოვლენათა განვითარებას, დაემორჩილონ მათი ადგილსამყოფელის მიხედვით, პოლიციის საგანგებო ვითარებათა სამსახურის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს", - განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

ყველაზე დაძაბული ვითარება ამ ეტაპზე, ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრის რადიუსზეა. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში: აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი. საქართველოს საელჩოს მოქალაქეებს კი, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე +97236093206, +972526919092.

ასევე იხილეთ: უახლესი კადრები ისრაელიდან: როგორ ანადგურებს "რკინის გუმბათი" "ჰამასის" რაკეტებს ჰაერში

"ჰამასის" საველე მეთაურის განადგურების ექსკლუზიური კადრები