loader

ისრაელის ავიაიერიშს ღაზას სექტორში შენობის აფეთქება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელის ავიაიერიშს ღაზას სექტორში შენობის აფეთქება მოჰყვა

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სასაზღვრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ისრაელისა და ღაზას სექტორის მებრძოლებს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიურ შეტაკებებს 4 ისრაელელი და 23 პალესტინელი ემსხვერპლა.

როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან 600-ზე მეტი ჭურვი ისროლეს, მაშინ, როდესაც ებრაულმა მხარემ საპასუხოდ 320 სამიზნეზე მიიტანა იერიში. დაპირისპირებულ მხარეებს გაერო და საერთაშორისო საზოგადოება სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

როგორც დღეს დილით პალესტინელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, შეთანხმება შედგა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაწყებული უნდა იყოს, თუმცა ისრაელი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ისრაელში, ღაზას სექტორის საზღვართან 40 კილომეტრში მდებარე ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მოსახლეობისთვის დროებითი თავშესაფრები გაიხსნა.