loader

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს თავზე კვერცხი მაშინ დაახალეს, როდესაც ამომრჩეველთან ერთად სურათებს იღებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს თავზე კვერცხი მაშინ დაახალეს, როდესაც ამომრჩეველთან ერთად სურათებს იღებდა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვერცხი ესროლეს. შემთხვევა მორისონის სიტყვით გამოსვლისას მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი კვერცხი მას თავში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მას კვერცხი 25 წლის ქალმა ესროლა, რომელიც როგორც ირკვევა, ლტოლვილების მიმართ ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგია და პროტესტი ამ გზით გამოხატა. მოგვიანებით სკოტ მორისონმა მომხდართან დაკავშირებით "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა და უსაფრთხოების თანამშრომლები სწრაფი რეაგირების გამო შეაქო. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები 18 მაისს გაიმართება.