loader

რუსეთში ავიაკატასტროფას გადარჩენილი მგზავრი ჰყვება, როგორ ცდილობდა ხალხი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან დაღწევას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში ავიაკატასტროფას გადარჩენილი მგზავრი ჰყვება, როგორ ცდილობდა ხალხი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან დაღწევას

შერემეტევოს აეროპორტში „აეროფლოტის“ თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილი მგზავრი დიმიტრი ხარინინი ჰყვება, როგორ მიმდინარეობდა საჰაერო ხომალდიდან ადამიანების ევაკუაცია. გადარჩენილი მამაკაცის თქმით, მგზავრთა ევაკუაციის ზონიდან მეათე რიგამდე ჭყლეტვა არ იყო. თვითონ მგზავრი 10F ადგილზე იჯდა. დიმიტრი ხარინინის თქმით, პირველად თვითმფრინავის წინა ნაწილში არსებული მარჯვენა საევაკუაციო გასასვლელი გაიხსნა, შემდეგ კი - მარცხენა გასასვლელიც.

მგზავრის უხეში გამოთვლით, თვითმფრინავის ავარიული დაშვებიდან 2 წუთის შემდეგ მან გარეთ გამოღწევა შეძლო.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში, რომელსაც მოსკოვი-მურმანსკის რეისი უნდა შეესრულებინა, 41 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერმა საგანგებო დაშვება განახორციელა და ამის შემდეგ ცეცხლი მოეკიდა. ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად პილოტების არასაკმარის კვალიფიკაციას, ტექნიკურ გაუმართაობას და ამინდის გართულებულ პირობებს განიხილავენ.