loader

მამაკაცმა, რომელიც 33 წლის წინ აეროპორტის ტუალეტში მიატოვეს, ბიოლოგიური მშობლები იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა, რომელიც 33 წლის წინ აეროპორტის ტუალეტში მიატოვეს, ბიოლოგიური მშობლები იპოვა

მამაკაცმა, რომელიც 33 წლის წინ ლონდონის გეთვიკის აეროპორტის ტუალეტში მიატოვეს, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. 15-წლიანი ძებნის შემდეგ, გენეტიკური ანალიზის წყალობით, სტივენ ჰაიდსმა გაიგო, ვინ არის სინამდვილეში. სამწუხაროდ, მისი ბიოლოგიური დედა გარდაცვლილია, რის გამოც მას არ შეუძლია გაიგოს, თუ რა და რატომ მოხდა 1986 წელს. ტივენმა იპოვა მამა და და-ძმა, რომლებმაც მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

1986 წლის 10 აპრილს duty free-ს კონსულტანტმა ბერილ რაიტმა აეროპორტის ქალთა საპირფარეშოში პატარა ბავშვი იპოვა. ახალშობილი, სავარაუდოდ, 10 დღის იყო. მოგვიანებით, სტივი სამშვილიანმა ოჯახმა იშვილა და გაზარდა. როგორც თავად ამბობს, ბიოლოგიური მშობლების მიმართ სიბრაზე არასდროს განუცდია, თუმცა, ყოველთვის აინტერესებდა საკუთარი ისტორია. ტივმა ყველა ნივთი შეინახა, რომელიც პოვნისას თან ჰქონდა, დათუნია გარი გეთვიკის ჩათვლით.