loader

გერმანიის ხელისუფლება ებრაელებს ურჩევს, კიპა არ ატარონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიის ხელისუფლება ებრაელებს ურჩევს, კიპა არ ატარონ

გერმანიის ხელისუფლება ებრაელებს ურჩევს, მამაკაცის ტრადიციული ქუდი, კიპა არ ატარონ. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. ამის მიზეზად გერმანიის ხელისუფლება მოსახლეობაში გაზრდილ ანტისემიტურ განწყობას ასახელებს. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული მემარჯვენე ექსტრემისტები ებრაელებს ხშირად თავს ესხმიან.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს გერმანიაში ებრაელებზე 1 646 თავდასხმა მოხდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 10%-ით მეტია. ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, კატერინა ბარლი არსებულ სიტუაციას ნეგატიურად აფასებს და სამარცხვინოს უწოდებს. ამასთანავე, ხელისუფლბა გერმანიაში ანტისემიტიზმის გაძლიერებას ქვეყანაში არსებული ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისათვის" გაძლიერებას უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ისინი გერმანიაში მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ და მიგრანტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.