loader

"სკოლის მოსწავლეებიც დავინახე, რომლებიც მიწაზე იწვნენ" - ტოკიოში დანით შეიარაღებული მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე მდგომებს დაესხა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სკოლის მოსწავლეებიც დავინახე, რომლებიც მიწაზე იწვნენ" - ტოკიოში დანით შეიარაღებული მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე მდგომებს დაესხა თავს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიჭრა, ხოლო სამი გარდაიცვალა. დაღუპულებს შორის 2 სკოლის მოსწავლე, ხოლო ერთი 39 წლის მამაკაცია.

თავდასხმა დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა განახორციელა. ეჭვმიტანილი, რომელიც 50 წლისაა, დააკავეს. მან მანამდე კისრის არეში ჭრილობები მიიყენა, რის გამოც მოგვიანებით გარდაიცვალა.

"დავინახე, მამაკაცი როგორ მიუახლოვდა ავტობუსის გაჩერებას. მას სისხლი სდიოდა. სკოლის მოსწავლეებიც დავინახე, რომლებიც მიწაზე იწვნენ. ეს მშვიდი უბანია და ძალიან საშინელებაა, მსგავსი რამ რომ აქ ხდება", - განაცხადა თვითმხილველმა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.