loader

სროლა და 12 დაღუპული აშშ-ის ქალაქ ვირჯინია ბიჩში: პირი, რომელიც სამთავრობო შენიბაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, მოკლულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა და 12 დაღუპული აშშ-ის ქალაქ ვირჯინია ბიჩში: პირი, რომელიც სამთავრობო შენიბაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, მოკლულია

აშშ-ის შტატ ვირჯინიის ქალაქ ვირჯინია ბიჩში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავსრცელებს. სროლა ადგილობრივი დროით 16 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა მოკლულია. ის სამთავრობო შენიბაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლის შემდგომ ორმხრივი სროლა მოხდა, რა დროსაც ერთი სამართალდამცავი დაიჭრა. პოლიციელბმა თავდამხსმელის ლიკვიდაცია შეძლეს. მომხდარი თავდასხმის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.