loader

85 პაციენტის მკვლელობა კოლეგებზე შთაბეჭდილების მოსახდენად - ყოფილ ექთანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

85 პაციენტის მკვლელობა კოლეგებზე შთაბეჭდილების მოსახდენად - ყოფილ ექთანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

ჩრდილოეთ გერმანიაში ყოფილი ექთანი 85 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. გერმანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ნიელს ჰოგელმა დანაშაულთა სერია ორ საავადმყოფოში ჩაიდინა. ის 1999-2005 წლებში საკუთარ პაციენტებს გულისთვის განკუთვნილი პრეპარატების სასიკვდილო დოზას აძლევდა და ამას კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით აკეთებდა.

პროკურორების განმარტებით, პაციენტებისთვის სასიკვდილო დოზის მიცემის შემდეგ ის მათ გაცოცხლებას და ამით კოლეგების ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ერთ-ერთ კოლეგის თქმით, ექთანს ზედმეტსახელად რეანიმაციის რემბოც კი შეარქვეს. სასამართლო პროცესის ბოლო დღეს ბრალდებულმა საკუთარ ქმედებას საშინელი უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს პატიება სთხოვა.

ჰოგელი აქამდეც უვადო პატიმრობაში იმყოფებოდა 2 ადამიანის მოკვლისა და მკვლელობის მცდელობისთვის, მან მოგვიანებით მხოლოდ 55 ადამიანის მოკვლა აღიარა, თუმცა, პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.