loader

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 2020 წლიდან იზრდება - რა ეღირება ვიზის მიღება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 2020 წლიდან იზრდება - რა ეღირება ვიზის მიღება?

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 2020 წლიდან 60-დან 80 ევრომდე გაიზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო. ცვლილება შეეხებათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ. ევროსაბჭოში ამის გადაწყვეტილების მიღების მიზეზად სავიზო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ასახელებენ. ამასთანვე, მომავალი წლიდან იმ პირებს, რომლებსაც შენგენში გადაადგილების კარგი ისტორია აქვთ, შეეძლებათ 5 წლიანი ვიზა აიღონ. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით მათ მხოლოდ 1 წლიანი ვიზის მიღების უფლება ჰქონდათ.