loader

ხანძარი ოდესის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - დაღუპულია 6 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი ოდესის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - დაღუპულია 6 ადამიანი

უკრაინის ქალაქ ოდესაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. 6 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

ხანძარი წუხელ ჩააქრეს. საავადმყოფოში ავღანეთის ომისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მკურნალობდნენ. დაღუპულებს შორის არის საავადმყოფოს მედდაც.

პოლიციამ ხანძრის შედეგად ხალხის დაღუპვას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა.