loader

ვინ არის ივან გალუნოვი, რომლის დაკავებასაც რუსეთის მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო რეაქცია მოჰყვა - რატომ დაიხია უკან პუტინის ხელისუფლებამ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ივან გალუნოვი, რომლის დაკავებასაც რუსეთის მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო რეაქცია მოჰყვა - რატომ დაიხია უკან პუტინის ხელისუფლებამ?

ივან გალუნოვის მხარდამჭერი მარში მოსკოვში ყველაზე მასშტაბურ დაუგეგმავ საპროტესტო აქციად იქცა, სადაც 500-მდე ადამიანი დააკავეს. როგორ დაიწყო ამბავი და რა მოხდა მიტინგზე.

საპროტესტო აქცია "მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტის დაკავებას მოჰყვა. ივან გალუნოვს ბრალად დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გაყიდვა წაუყენეს, რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა მას ნარკოტიკები გაჩუმების მიზნით ჩაუდეს.

10 ივნისს კი გალუნოვის მხარდამჭერი მასშტაბური მსვლელობა დაიგეგმა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს დაასწრო და ბრალის დაუმტკიცებლობის მიზეზით გალუნოვის გათავისუფლებით დემონსტრანტებს აქციის ჩატარების საბაბი გაუქრო.

მიუხედავად ჟურნალისტის გათავისუფლებისა, მის მხარდასაჭერად მოქალაქეები პუტინის ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკის დაგმობის მიზნით მაინც შეიკრიბნენ.