loader

ანტალიაში 61 წლის ქართველი ქალი მოკლეს: ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანტალიაში 61 წლის ქართველი ქალი მოკლეს: ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს

თურქეთში, ანტალიაში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 61 წლის ქეთევან ქათამაძის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა იპოვეს.

თურქული მედიის ცნობით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა, უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. როგორც ირკვევა, ქართველი ემიგრანტი თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

როგორც "პალიტრანიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან აქტურ კომუნიკაციაშია. გამოძიების დასრულების შემდეგ კი ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.