loader

18 წლის წინ გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები, რომელიც აქამდე არ გვინახავს - რა იპოვეს CD-ზე, რომელიც მუშას ეკუთვნოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18 წლის წინ გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები, რომელიც აქამდე არ გვინახავს - რა იპოვეს CD-ზე, რომელიც მუშას ეკუთვნოდა

არქივისტებმა, რომელთაც CD დისკების ნაკრები დიდი ფასდაკლებით შეიძინეს, მათზე 2 400 ფოტო აღმოაჩინეს, რომელიც ნიუ იორკში, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგაა გადაღებული. ეს აფეთქების ადგილთან ყველაზე ახლოდან გადაღებული კადრებია.
ისინი სავარაუდოდ, უცნობმა მუშამ გადაიღო, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებისა და მიმდებარე არეალის დასუფთავებაზე მუშაობდა.

CD დისკები ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ინფორმაცია აღდგენადი აღმოჩნდა, ხოლო არქივისტებმა ფოტოები Flickr-ზე ატვირთეს.
აფეთქების ადგილის ფოტოებზე როგორც ქვემოდან, ისე ზემოდან გადაღებული კადრებია აღბეჭდილი და ასახავს კონსტრუქციაზე მომუშავე პერსონალს, ასევე, "ტყუპების" გარშემო დაზიანებული ბლოკების ნაწილებს.