loader

კადრები რუსეთიდან, სადაც ბურიატეთის რესპუბლიკაში ავიაკატასტროფა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსეთიდან, სადაც ბურიატეთის რესპუბლიკაში ავიაკატასტროფა მოხდა

ბურიატეთის რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის, ავიაკატასტროფა მოხდა. ნიჟენეანგარსკის აეროპორტში Ан-24 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. კატასტროფის შედეგად 2 მფრინავი გარდაიცვალა. მაშველების ინფორმაციით, კიდევ 19 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. თვითმფრინავის ბორტზე ჯამში 43 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. ხუთშაბათს დილით ავიაკომპანია "ანგარის" კუთვნილი თვითმფრინავი ნიჟნეანგარსკიდან ქალაქ ულან-უდეს მიმართულებით მიფრინავდა. აფრენის მომენტში თვითმფრინავის ერთი ძრავა მწყობრიდან გამოვიდა.

ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. დაშვებისას თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და შენობას დაეჯახა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.