loader

39 კილოგრამი კოკაინი ბრაზილიის პრეზიდენტის ლაინერის ესკორტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

39 კილოგრამი კოკაინი ბრაზილიის პრეზიდენტის ლაინერის ესკორტში

სამხედრო თვითმფრინავზე, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის ლაინერის ესკორტში შედიოდა, 39 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.

ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოსაკაში მიმავალ თვითმფრინავში ნარკოტიკები მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ის ტრანზიტის განხორციელების მიზნით სევილიაში დაეშვა.

ბრაზილიური და ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულია 38 წლის სერჟანტი მანუელ სილვა როდრიგესი. თავისი კარიერის განმავლობაში როდრიგესი ბრაზილიის სამ პრეზიდენტს 29 საერთაშორისო ვიზიტისას ახლდა თან.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ იაპონიაში დიდი ოცეულის სამიტზე მიფრინავდა. მისი თვითმფრინავიც სევილიაში უნდა დაშვებულიყო, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა და პრეზიდენტის ლაინერი ლისაბონში დაჯდა.

ბრაზილიის ვიცე-პრემიერის განცხადებით, დაკავებული პროფესიონალი ნარკოკურიერი იყო.

აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით თავად ბოლსონარუ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ დაკავებული სერჟანტი უმკაცრესად დაისჯება.