loader

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საკვები, რომელსაც სიცოცხლის ფასად მოიპოვებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საკვები, რომელსაც სიცოცხლის ფასად მოიპოვებენ

დელიკატესად ქცეული "ფრინველის ბუდეების" მოპოვების საშიშმა ხელოვნებამ თაობებს გაუძლო. ფილიპინების კუნძულ პაბელონზე, "ჩიტის ბუდის" მომპოვებლებს "ბიზიადორებს" ეძახიან. დღეს ჩიტის ბუდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საკვებია, რომელსაც ადამიანი დიდი საფრთხისა და შრომის ფასად მოიპოვებს.
"ბიზიადორები" დელიკატესის მოსაპოვებლად, 30 მეტრი სიღრმის გამოქვაბულში, შიშველი ხელებითა და ფეხებით ჩადიან. კუნძულ პაბელონის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი, სწორედ "ფრინველების ბუდეების" ბიზნესზე მოდის. გასტრონომიულ ბაზარზე, 1 კგ "ჩიტის ბუდები" 2 300 დოლარად იყიდება.
სალანგანის ბუდეს, რომელიც განსაკუთრებით ჩინურ სამზარეულოში გამოიყენება, ფრინველი ან მთლიანად ნერწყვისგან აკეთებს, რომელიც შემდეგ ჰაერზე დედდება, ან ნერწყვით შეწებებული მცენარეული მასალისა და ბუმბულისგან.