loader

პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა ჰონგ-კონგში, პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - დრამატული ფოტოები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა ჰონგ-კონგში, პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - დრამატული ფოტოები

ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე კი დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის შტურმით აღება სცადეს. აქტივისტებს საკანონმდებლო ორგანოს შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. შემდეგ კი ასობით სამართალდამცველმა პარლამენტის შენობა გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები გასულ თვეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა გადაწყვიტა ჰონგ-კონგიდან კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიეღო. ჰონგ-კონგელები შიშობენ, რომ ამგვარად პოლიტიკური დისიდენტების ჩინეთში ექსტრადირება დაიწყება. თავდაპირველად საპროტესტო გამოსვლები მშვიდობიანი იყო. აქციას ასობით ათასი დემონსტრანტი შეუერთდა.