loader

ადგილობრივების გადაღებულ დრამატულ კადრებში ჩანს, როგორ ფარავს წყალი მათ სახლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილობრივების გადაღებულ დრამატულ კადრებში ჩანს, როგორ ფარავს წყალი მათ სახლებს

იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთის რაიონების ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო, მილიონ 94 ათასი კაცის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა. საშიშროება კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.

სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, მიაძაკის და კაგოსიმას პრეფექტურებში ევაკუაცია 517,7 ათას საცხოვრებელ სახლს შეეხო, რომლებსაც დანგრევა ან დატბორვა ემუქრებოდა. 

შარშან, ასევე ივლისში, წყალდიდობამ და მეწყერმა 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჰიროსიმას, ეჰიმეს და ოკაიამას პრეფექტურებში.