loader

მელანია ტრამპი ბიუსჰალტერის გარეშე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე - როგორია გამოხმაურებები მის კაბაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელანია ტრამპი ბიუსჰალტერის გარეშე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე - როგორია გამოხმაურებები მის კაბაზე

მელანია ტრამპი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "კაროლინა ჰერერას" თეთრი, ზოლებიანი კაბით გამოჩნდა. Express წერს, რომ მისი ჩაცმულობით ყველა არ მოიხიბლა - "ტვიტერის" მომხმარებლები მის კაბას ხაზებიან ფურცელს ადარებენ, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ პირველი ლედის კაბა "რუსული სტილის" იყო:

"ტრამპის მოსმენას არ ვაპირებდი, თუმცა შევნიშნე, რომ მელანიას რუსული სტილის კაბა ეცვა. ლენტები, ცრურწმენის მიხედვით, ბოროტ სულებს ახლოს არ უშვებს".
"მელანია ფიქრობს, რომ ოლიმპიურ ღონისძიებაზეა?"

თუმცა, აშშ-ს პირველი ლედის გარეგნობა ბევრს მოეწონა, ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ფერადი ზოლები ლგბტ პრაიდისთვის ერთგვარი სოლიდარობა იყო.