loader

როგორ მიიღო რომის პაპმა პუტინი მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა 1 საათი ალოდინა - კადრები შეხვედრიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მიიღო რომის პაპმა პუტინი მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა 1 საათი ალოდინა - კადრები შეხვედრიდან

ასევე ნახეთ: მსოფლიოს რომელ ლიდერს რამდენი საათი ალოდინა პუტინმა ოფიციალურ შეხვედრაზე

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, იტალიაში სტუმრად მყოფი რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მიიღო, რომელმაც პაპთან შეხვედრაზე ერთი საათით დააგვიანა. ეს ფრანცისკესა და პუტინის რიგით მესამე შეხვედრაა. 
კრემლის ლიდერის პონტიფიკოსთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთ საათს გაგრძელდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სირიის, უკრაინისა და ვენესუელას საკითხები განიხილეს. თუმცა, საუბრის დეტალებზე არაფერია ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაზე, 2015 წელს, პონტიფიკოსმა ვლადიმერ პუტინს დონბასში მშვიდობის დასამყარებლად სერიოზული ზომების გატარებისკენ მოუწოდა.