loader

ანგელა მერკელმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა: "ამ პრობლემით ცოტა ხანი მომიწევს ცხოვრება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანგელა მერკელმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა: "ამ პრობლემით ცოტა ხანი მომიწევს ცხოვრება"

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც უკვე მესამედ დააფიქსირეს, თუ როგორ კანკალებდა, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს.

"კარგად ვარ. როგორც უკვე ვთქვი ვმუშაობ ამ თემაზე, რაც პრეზიდენტ ზელენსკისთან სამხედრო ცერემონიალზე მოხდა. ეს პროცესი ნათელია რომ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, არის პროგრესი. ამ პრობლემით ცოტა ხანი მომიწევს ცხოვრება, თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ და შეშფოთების საფუძველი არ გაქვთ. საკმაოდ კარგად ვარ იმისათვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ძლიერი კანკალით უკვე მესამედ დააფიქსირეს. ვიდეოკადრებს "როიტერსი" ავრცელებს, სადაც მერკელი ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთდ დგას. პირველად კანცლერი შესამჩნევი კანკალით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ეთად გადაიღეს. მაშინ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს დეჰიდრატაციის გამო მოხდა, მოგვიანებით დიდი რაოდენობით წყალი დალია და ყველა სიმპტომი მოეხსნა.