loader

მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია ჩიტების მასობრივი სიკვდილი ავსტრალიაში - გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია ჩიტების მასობრივი სიკვდილი ავსტრალიაში - გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს

ავსტრალიის ერთ-ერთ ქალაქს, შტორმამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩიტების გუნდმა გადაუფრინა. ამაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა უამრავი მკვდარი ფრინველი, რომელიც გადაფრენის შემდეგ ადგილობრივებმა აღმოაჩინეს. ფრინველებს დაზიანებები კისრის, თვალებისა და ნისკარტის არეში ჰქონდათ. თავდაპირველად, ადგილზე მისულ მოხალისეებს ეგონათ, რომ ფრინველებს დაზიანებები გამიზნულად ჰქონდათ მიყენებული, ან მოწამლულები იყვნენ, თუმცა ექსპერტიზამ ორივე ვარიანტი გამორიცხა. ამ დროისათვის, მეცნიერები ფრინველთა მასობრივი სიკვდილის მიზეზების დადგენას ცდილობენ.