loader

13 წლის ბიჭმა ქორწილში თავი აიფეთქა - ტრაგიკული საზეიმო სუფრა ავღანეთში: 5 გარდაცვლილი და 40-ზე მეტი დაჭრილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

13 წლის ბიჭმა ქორწილში თავი აიფეთქა - ტრაგიკული საზეიმო სუფრა ავღანეთში: 5 გარდაცვლილი და 40-ზე მეტი დაჭრილი

ავღანეთის აღმოსავლეთით, საქორწინო ცერემონიალზე ტერაქტი მოხდა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 13 წლის ბიჭმა აიფეთქა თავი, შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაიჭრა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. ტერაქტი პაკისტანის საზღვართან ნანგარარის პროვინციაში მოხდა.

გარდაცვლილებს შორის არის ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანი მალიკ ტორიც, რომელიც ქორწილში სტუმრად იმყოფებოდა. ტერაქტის სამიზნე, როგორც ჩანს, სწორედ ტორი იყო.

აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრა დოჰაში შედგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძალადობას ადგილი აღარ იქნებოდა, უდანაშაულო მსხვერპლთა რაოდენობა კი ნულამდე იქნებოდა დაყვანილი.