loader

წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა უკრაინის პრეზიდენტმა დამსვენებლებთან ერთად ზღვაში იცურავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა უკრაინის პრეზიდენტმა დამსვენებლებთან ერთად ზღვაში იცურავა

ოდესაში სამუშაო ვიზიტად მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ლანჟერონის სანაპიროს ეწვია. მას თან ახლდნენ პრეზიდენტის ოფისის ანუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ წყალი მოსალოდნელზე ცივი აღმოჩნდა, პრეზიდენტისთვის ამას ხელი არ შეუშლია, დამსვენებლებთან ერთად ეცურავა.

მოგვიანებით ზელენსკიმ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პორტის მდგომარეობის, კონტრაბანდის, ეკოლოგიური კონტროლისა და ზღვის დაბინძურების საკითხები განიხილა.

პრეზიდენტის წითელმა საცურაო კოსტიუმმა და მის მიერ ზღვის დაბინძურების შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.